რუსთავი
რუსთაველის ქ. N30ა
599 538803
რუსთავის ცენტრი ემსახურება ქვემო ქართლის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტს – რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა, რომლებშიც მოსახლეობის რიცხოვნობა 432 300 მოქალაქეს შეადგენს.
ცენტრის მისამართია რუსთაველის ქ. #30ა
ცენტრი გთავაზობთ ორი ტიპის შეხვედრების სივრცეს:
§ დიდი საკონფერენციო ოთახი - 75 ადამიანისთვის
· თეატრალური -
· საკონფერენციო -
· U-ფორმის -
· ვორქშოპი -
§ მცირე საკონფერენციო ოთახი - 15 ადამიანისთვის
რუსთავის ცენტრი გაიხსნა 2012 წლის 1 მარტს. ცენტრში გახსნის დღიდან დღემდე გაიმართა 3800-მდე შეხვედრა 150 000 პირის მონაწილეობით. შეხვედრებში მონაწილეობენ არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამთავრობო ხელისუფლების, ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედია, პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო აქტივისტები, მოსწავლე-ახალგაზრდობა.
ცენტრის ინიციატივით გაიმართა 180 საჯარო შეხვედრა, როგორც ადგილობრივი ასევე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრები ეხებოდა ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებს, როგორც ქალაქ რუსთავში, ასევე ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით არსებული მნიშვნელოვანი საკითხების (სოციალური, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და სხვ.) განხილვა-მოგვარებას. მაგალითად, ქალაქ რუსთავში გადაიჭრა ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემა, როგორიცაა საგზაო გადასასვლელების მოწყობა, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია, ტერიტორიების დასუფთავება.
სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელი პირების საანგარიშგებო შეხვედრები ქალაქის მოსახლეობასთან, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ჩართულობას.
ცენტრის ბაზაზე შექმნილია ქალთა კლუბი, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე მუშაობს ქალთა პრობლემებსა და მათ საჭიროებებზე. ამ კლუბთან ერთობლივად ცენტრის მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელიც წარდგენილი იქნა ქვეყნის პარლამენტში. ცენტრის მიერ მხარდაჭერილი საჯარო დისკუსიები გენდერული პოლიტიკის საკითხების მიმართულებით, ქალთა თვის და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის სხვადასხვა ღონისძიებებით ყოველწლიური აღნიშვნა რეგიონში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს მოსახლეობის გენდერული ცნობიერების ამაღლების კუთხით.
2012–2017 წლების ჩატარებული არჩევნების დროს ცენტრში ფუნქციონირებდა საარჩევნო მედიაცენტრი, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხო და ნეიტრალურ ადგილს არჩევნებში ჩართული ყველა აქტორისთვის. საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიების მიერ აქ იმართებოდა ბრიფინგები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საინფორმაციო შეხვედრები ანალიტიკოსებთან და ექსპერტებთან, დებატები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის. ეს ყველაფერი ეხმარებოდა მოქალაქეებს სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ცენტრის მუშაობის განმავლობაში აქ მოხდა მრავალი სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის კონსოლიდაცია და დაფუძნდა არაერთი ორგანიზაცია. მაგ. ახალგაზრდების ჯგუფმა შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს ლიტერატურულ ფესტივალს „გალაკტიონობას“. ცენტრი აგრძელებს ამ ფესტივალის და ზოგადად კულტურულ-საგანმანათლებლო სხვა ღონისძიებების ხელშეწყობას. მაგ. ცენტრი მხარს უჭერს ყოველწლიური ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ ჩატარებას.
ცენტრი წარმოადგენს რუსთაველი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილს. მათთან ერთად ის მუშაობს ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე.
ცენტრის ჩართულობით ქალაქში მოხდა მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის რეგულირება და მოეწყო მათთვის თავშესაფარი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ცენტრი ყოველთვის ეხმარება და ხელს უწყობს დაინტერესებულ პირებს შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიებსა თუ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება.